აჭარაში გამოკვლეულ 749 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსის საეჭვო ნიშნის მქონე 749 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძელებენ მკურნალობას. შვიდივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 749 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 21 პირი, რომელთა კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 28 948 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2190 პირი. კარანტინი დატოვა - 10490-მა პირმა", - განაცხადეს უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა