ანა დოლიძე - ვაგრძელებ ბრძოლას ბინძური კამპანიის წინააღმდეგ, რომელიც გვრიტიშვილმა სასამართლო და სახელისუფლო კლანის სახელით დაიწყო

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ მის მიერ შეტანილი სარჩელის ზეპირი მოსმენა მოითხოვა.

„ვაგრძელებ ბრძოლას ბინძური კამპანიის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლო და სახელისუფლო კლანის სახელით. ვითხოვ, უზენაეს სასამართლოში გაიმართოს ზეპირი მოსმენა პროცესზე, რომელიც უკაშირდება გვრიტიშვილის მიერ ჩემი მისამართით გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს. ზეპირ მოსმენაზე შემეძლება ავხსნა საკუთარი პოზიცია და რაც მთავარია, დავასაბუთო რატომ უნდა ავიცილოთ ის სამმოსამართლიანი პალატა, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დანიშნა ჩემი საქმის განსახილველად. ეს მოსამართლეები არიან თავად კლანის მიერ არჩეულნი, რაც არაერთხელ ძალიან მძაფრად გავაკრიტიკე. შესაბამისად, ეს პალატა აუცილებლად იქნება მიკერძოებული“, - განაცხადა ანა დოლიძემ უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობის ჩაბარებისას.

მისი თქმით, ასეთ დროს თავად მოსამართლეებმა უნდა აიცილონ საქმის წარმოება და ნეიტრალურმა მოსამართლეებმა უნდა გადაიბარონ, რომელებიც შეძლებენ იყვნენ ობიექტურნი და არ მოექცნენ გვრიტიშვილის და მისი კლანის გავლენის ქვეშ.

„იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება საქმის ზეპირი განხილვა ეს იქნება ერთ-ერთი საფუძველი, რომლითაც დადასტურდება, რომ მთელი სასამართლო ხელისუფლება ემსახურება გავლენიანი სასამართლო და სახელისუფლო კლანის ინსტიტუტებს“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

გვრიტიშვილმა ანა დოლიძეს ბრალი დასდო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობაში.

დოლიძემ გვრიტიშვილის წინააღმდეგ ღირსების, ცილისწამებისა და პატივის შელახვის საფუძველზე სასამართლოში სარჩელი 2018 წლის მაისში შეიტანა. თუმცა, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმჟამინდელი არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა