სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხაშურში, სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 11 ივლისს, ხაშურის რაიონის სოფელ ალში, დ.დ.-მ, ს.ნ.-მ და ხ.ნ.-მ, ჯგუფურად ჩაიდინეს ძალადობა 73 წლის მ.ფ.-ს მიმართ, რა დროსაც დაზარალებულს მიაყენეს დაზიანებები.

„სამართალდამცველებმა დ.დ., ს.ნ. და ხ.ნ., 2020 წლის 13 ივლისს დააკავეს. ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ცემა) წარუდგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა