უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების თაობაზე ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად“.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ასეთი პროვოკაციული მოქმედებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა და მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციის დესტაბილიზაციას. დაკავების, გატაცებების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის განხორციელების გზით, რუსეთი სისტემატურად და უპრეცედენტოდ განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას. უკრაინა მუდმივად ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი დესტაბილიზაციის მომტანი მოქმედებები ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა, ისევე როგორც, უზრუნველყოს დაკავებული და დაჭრილი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა