დაბა ჩაქვში გამართულ აქციას ქობულეთის მერიაში გამოეხმაურნენ

დაბა ჩაქვში გამართულ აქციას ქობულეთის მერიაში გამოეხმაურნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, თბილისისა და ბეჟანიძის ქუჩების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციების შემუშავება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ეტაპობრივად მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

"სკვერის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ტერიტორია სადაც მოსასვენებელი ადგილი უნდა მოეწყოს, სახელმწიფო მიწის საკუთრებას წარმოადგენს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს გადმოცემის საკითხზე მუშაობა და დასრულდება თუ არა პროცედურა, გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება ადგილზე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად და სკვერის მოსაწყობად.

რაც შეეხება თბილისისა და ბეჟანიძის ქუჩებს - აჭარის წყლის ალიანსთან ერთად უნდა განხორციელდეს საპროექტო დოკუმენტაციების შემუშავება. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს კანალიზაციის სისტემის გამართვა და შემდგომ შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ორივე ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაციის პროექტები უკვე ნაყიდი გვაქვს. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, 2018 წლიდან მერია აქტიურად მუშაობს ეზოების მოწესრიგების პროექტებზე. გასულ წელს ჩაქვში 9 ეზოს რეაბილიტაცია დასრულდა. მიმდინარე პერიოდში აბაშიძის ქუჩაზე ხორციელდება სამუშაოები. ასევე ეტაპობრივად გაკეთდება თბილისისა და ბეჟანიძის ქუჩებზე მრავალბინიანი საცხოვრებლების ეზოებიც", - განაცხადეს უწყებაში.

დაბა ჩაქვში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით, ბეჟანიძისა და თბილისის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები და გზის საფარი, რაც გადაადგილებაში საფრთხეს უქმნით. აქციის მონაწილეები ასევე ქობულეთის მერიას სთხოვენ, რომ სკვერი მოაწყოს.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა