კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს

სტიქიამ კახეთის რეგიონში ყველაზე მეტად სოფელი კონდოლი დააზარალა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კახეთის მხარის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტები ზარალს ამ წუთებშიც ითვლიან.

„გვიან ღამე ძლიერმა სტიქიამ პრობლემები შექმნა. დაახლოებით პირველი საათისთვის ჩაიკეტა მოძრაობა ყვარელი-თელავის მიმართულებით. საათნახევარში ეს მოძრაობა მთლიანად აღდგა. გზა გაიწმინდა მოტეხილი ხეებისგან და აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომ სადმე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ახლა მუნიციპალიტეტები ითვლიან რა ზარალი აქვს სოფლებში მოსახლეობას და რა მდგომარეობაა სავარგულებში. პირველადი ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელ კონდოლის მოსახლეობა. ზარალის შესახებ საუბარი გამიჭირდება, რადგან დათვლილი არ არის. დაახლოებით 160 სარაკეტო ჭურვი გაისროლეს, რათა სეტყვის ეს ფრონტი დაშლილიყო. რა თქმა უნდა, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა რომ არ მუშაობდეს. 11:00 საათზე არის შტაბის სხდომა დაგეგმილი, სადაც ყველა შემოსულ ინფორმაციას გავაანალიზებთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კონდოლში 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დასეტყვილია ვენახები, სიმინდის ყანები და ნარგავები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო