ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში ახალი სკვერი მოეწყობა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, კაუჩუკის საფარზე სხვადასხვა სახის საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება; მოეწყობა ბილიკები, წყლის ფანტანი, განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი და გამწვანება. სკვერში განთავსდება ურნები და საპარკე სკამები.

პროექტის მოწყობით სამუშაოებს, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ადგილზე გაეცნენ.

„სოფელ ტაძრისში სკვერის მოწყობა დავიწყეთ. ჩვენთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება პრიორიტეტი იყო, რადგან აქ დასასვენებელი სივრცე არ იყო, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებდა. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი პროექტი გამოვა,“ - განაცხადა დავით ზაალიშვილმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სკვერის მოწყობითი სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა