დუშეთში, გურჯაანსა და ფოთში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს მთავრობის დავალებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დუშეთის, გურჯაანისა და ქლაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტად დაზიანებულ მონაკვეთებსა და ქუჩებს.

მათი ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით რეაბილიტირდება დუშეთის, გურჯაანისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტეში ჯამში 2 გზის მონაკვეთი და 5 ქუჩა, რასაც 21 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი მოხმარდება.

„დუშეთის მუნიციპალიტეტში, გრემისხევის თემში რეაბილიტირდება სოფელ მიქელიანში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზა. ამ გზით სარგებლობს როგორც გრემისხევის თემში შემავალი 11 სოფლის (ციხისუბანი, არბოეთი, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ციგრიიანთკარი და სხვა), ისე გზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სოფლების მოსახლეობა და სოფელ მიქელიანთან, მდინარე ნარეკვავზე არსებული წყალსაცავის მომსახურე პერსონალი. აღსანიშნავია, რომ ეს სოფლები რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით და პრობლემები იქმნება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით. ამასთან, სოფლები გამყოფ ხაზთან მდებარეობს. არსებული გზა არის გრუნტოვანი და ძლიერ დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდება, განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდება ადგილობრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ზიარის საავტომობილო 7 კმ-იანი გზა.

„გზის ეს მონაკვეთი აკავშირებს გურჯაანის 10 სოფელს რაიონულ ცენტრთან. ამასთან, ამ ტერიტორიაზე არაერთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე სოფლები მდებარეობს.

რეაბილიტაციას საჭიროებს ქალაქ ფოთის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიც. დაზიანებულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადადგილება გართულებულია, ამორტიზებულია და ფაქტობრივად არ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. პრობლემის მოსაგვარებლად, ქალაქ ფოთში რეაბილიტირდება, ზაქარია ფალიაშვილის 1.8 კმ-იანი ქუჩა, ვახტანგ გორგასლის 1.5 კმ-იანი ქუჩა, ეგნატე ნინოშვილის 1.76 კმ-იანი ქუჩა, გიორგი სააკაძის 2.08 კმ-იანი ქუჩა და კონსტანტინე გამსახურდიას 0.87 კმ-იანი ქუჩა.

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთების რეაბილიტაციით, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტი კი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020-2021 წლებში ჩატარდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო