ბათუმში, ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ

ბათუმში, ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, უწყებაში შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

ზღვაში არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. კერძოდ: სამძებრო სამუშაოებს ორი სკუტერი, ორი ნავი, სამი მყვინთავი ახორციელებს. მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება. ამასთან, დრონით ხორციელდება პერიმეტრის კონტროლი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა