სომხეთის თავდაცვის მინისტრი - აზერბაიჯანულ მხარეს ბევრი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს

აზერბაიჯანულ მხარეს ბევრი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელთან ანჟეი კასპრჟიკთან საუბრისას განაცხადა.

„დავით ტონოიანმა წარადგინა ინფორმაცია სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ და განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ბევრი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს“, - წერს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დღეს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სოფლების: აგდამის, დონდარ გუშჩუსა და ვაჰიდლის მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღითა და საარტილერიო დანადგარებით ცეცხლი გახსნეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა