“აიპლიუსი” ძველი iPhone-ების ახლით შეცვლის სერვისს იწყებს

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია “აიპლიუსი” მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს - კომპანია ძველი iPhone-ების ახლით შეცვლის სერვისს ოფიციალურად იწყებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, Trade IN სერვისი ძალაში 5 ივლისიდან შევა. მომხმარებლების მიერ გამოქყენებულ ტექნიკას კი, სერთიფიცირებული ტექნიკოსი შეაფასებს.

“ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებზე და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ახალ სერვისებს ქმნის. როგორც იცით, Trade in სერვისი (ძველი მოდელის iPhone-ების ჩაბარება და ახლით შეცვლა), უკვე წარმატებით ფუნქციონირებს ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე. ჩვენ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც იქნა შევძელით დეტალების წარმატებით დასრულება და უკვე 5 ივლისიდან ოფიციალური შეძლებთ ჩვენს სერვის ცენტრში ძველი მოწყობილობების ჩაბარებას.

რაც შეეხება შეფასების ნაწილს, ვფიქრობთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ სპეციალურად Trade IN სერვისისთვის, სერთიფიცირებული და გამოცდილი ტექნიკოსები დიაგნოსტიკის შედეგად შეაფასებენ მოდელებს. განაახლე iPhone-ის სერვისის მომხმარებლებისთვის, ასევე იმოქმედებს სპეციალური ფასები და აქციები, რაც ახალი მოდელის შერჩევას უფრო გაამარტივებს“, - აცხადებს კომპანიის მენეჯერი ირაკლი ჭანკვეტაძე. “აიპლიუსის” მომხმარებლები, განაახლე iPhone-ის სერვისით სარგებლობას თბილისში, ჭავჭავაძის 34-ში, „პიქსელის“ შენობაში შეძლებენ. ასევე, Trade In სერვისის გააქტიურება იგეგმება ბათუმსა და ქუთაისშიც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა