Euromoney-მ „საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EuroMoney-მ „საქართველოს ბანკი“ საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ბანკმა ჯილდო 2019 წელს ნაჩვენები ფინანსური სტაბილურობისთვის, არჩეული სტრატეგიისა და მუდმივად განახლებადი ციფრული შესაძლებლობებისთვის მიიღო.

„მოხარული ვართ, რომ EuroMoney-ს პრესტიჟული ჯილდო უკვე მერვედ მივიღეთ. 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელება „საქართველოს ბანკის“ მთელი გუნდის დაუღალავი შრომის აღიარებაა, იმ გუნდის, რომელიც ყოველდღიურად თავდაუზოგავად მუშაობს, არ ჩერდება და ცდილობს შექმნას უკეთესი საქართველო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბანკი ინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას, ნერგავს ინოვაციებს, ყოველდღიურ რეჟიმში აუმჯობესებს ციფრულ არხებს და მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტსა თუ სერვისს სთავაზობს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, EuroMoney -ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება. ის მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას და საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა