თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება

16 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს, ვირტუალურად დაესწროს მწერალ ეთგარ კერეთის სესიას თიბისის (https://www.facebook.com/tbcbank) და საბას (https://www.facebook.com/saba.com.ge) Facebook გვერდების დახმარებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მწერალი დათო ტურაშვილი იქნება.

„ეთგარ კერეთი მსოფლიოში აღიარებული ისრაელელი მწერალია, რომელიც მოთხრობებით და გრაფიკული რომანებითაა ცნობილი, ის ასევე წერს სცენარებს ფილმებისთვის და სატელევიზიო გადაცემებისთვის. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 45-ზე მეტ ენაზე მსოფლიოს მასშტაბით.

ქართულ ენაზე ავტორი ორჯერ გამოიცა. 2007 წელს, გამომცემლობამ M Publishing პროზაული კრებული „ნებროთმა გარეკა“ გამოსცა, ხოლო 2015 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ კრებული - „უეცრად კარზე აკაკუნებენ“, ორივე წიგნი თამარ ბაბუაძემ თარგმნა.

სესიის - „შემოქმედებითი წერა - აქ.ახლა“ ფარგლებში, ეთგარ კერეთი ისაუბრებს წლების განმავლობაში გავლილი სამწერლო გზის, მკითხველებთან ურთიერთობის, მსოფლიოში მოგზაურობის და იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც იზოლაციაში შეიცვალა და რამაც, მას როგორც ავტორს, სრულიად ახალია აღმოჩენების გაკეთების საშუალება მისცა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა