ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოსავლის აღება მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტში ხორბალი 4000 ჰექტარ მიწის ფართობზეა დათესილი, 70-მდე ფერმერი წელს საშუალოდ 8 000 ტონა ხორბალს ელოდება.

მათივე ინფორმაციით, სოფელ დისველში, სასოფლო სამეურნეო სავარგულებიდან, ხორბლის მოსავლის აღების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო. დავით შერაზადიშვილი ადგილობრივ ფერმერებს გაესაუბრა და მათ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამით აქტიურად სარგებლობენ ბოლნისელი ფერმერები. აგრობარათის დარიგება „ლიბერთი ბანკის“ ბოლნისის ფილიალში მიმდინარეობს. აგრობარათით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც 2500 კვადრატული მეტრიდან 10 ჰექტრამდე მიწის ფართობს ფლობს.

,,დღეს სოფელ დისველში ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დავესწარით. წელს საგაზაფხულო სამუშაოები საკარანტინო მდგომარეობას დაემთხვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენს ფერმერებს სავარგულების მოვლის პროცესში ხელი არ შეშლიათ. წელს 70-მდე ფერმერი საშუალოდ 9 000 ტონა ხორბლის მოსავალს ელოდება. ჩვენ ვცდილობთ ფერმერებს მოსავლის რეალიზაციაში დავეხმაროთ, ამ მიმართულებით კი ცენტრალურ მთავრობასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდიმარეობს ფერმერების მხარდაჭერისთვის აგრო ბარათების გაცემა, ამ პროექტით ჩვენმა ფერმერებმაც ისარგებლებს. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დახმაერება ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ეს ქვეყანაში ფერმერული მეურნეობების განვითარებას ხელს უწყობს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა