აჭარის უმაღლესი საბჭო საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს

აჭარის უმაღლესი საბჭო საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ რიგით მე-16 სხდომაზე მიიღო. უმაღლესი საბჭოს წევრის დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე წარდგენილი კანონის პროექტი გამარტივებული წესით განიხილება, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილ

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვის საკითხს ბიურომ მხარი დაუჭირა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ კანონის პროექტი და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ, რომლებიც სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო