ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ლაშა კომახიძემ განმარტა, თანამდებობის დატოვების შესახებ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე განმარტებით, არ იბრძვის არც ერთი სკამისთვის, გარკვეული პრივილეგიებისთვის.

„მერწმუნეთ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გარკვეული ტაიმ-აუტი, რომელიც მე ბევრ საკითხზე დასაფიქრებლად, დეტალური და ღრმა ანალიზისათვის ავიღე. მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მერის პოსტიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩემს სწორად გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით“. - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მან მოქალაქეებს, თანამშრომლებს, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე განმარტებით, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გუნდური შეხედულებები გაითვალისწინა.

„ჩემი მხრიდან ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება ვფიქრობ, იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისთვის, მოქალაქეებისთვის და მნიშვნელოვანი პროექტებისათვის“, - გაცხადა კომახიძემ და დასძინა, რომ სიტყვა დამაზიანებელში გულისხმობს იმას, რომ ქალაქი ახლა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას,ასევე საჭიროა ერთიანობა და გუნდურობა.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახლაც აბსოლუტურად ნორმალური და კოლეგიალური ურთიერთობა აქვთ.

რაც შეეხება ჯაბა ტუღუშის მიერ ვიცე-მერის პოსტიდან წასვლას, ლაშა კომახიძის თქმით, ტუღუშმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„ეს ახსნა იმით, რომ ჩემთან ერთად შეუდგა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას. ვიცე-მერის პოზიციაზე დაინიშნა არჩილ ჩიქოვანი“. - განაცხადა კომახიძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ლაშა კომახიძემ აღნიშნა, პოლიტიკურ ცვლილებებს საკუთარ ცხოვრებაში ვერ ხედავს.

„მე მქონდა და მაქვს საკმაოდ ღირსეული შემოთავაზება, თუმცა ამ საკითხზე ჯერჯერობით ვფიქრობ, გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს საკუთარი თავი მოვიაზრო სხვა სფეროში, ეს იქნებას საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, შესაძლოა, ეს იყოს კვლავ გარკვეული ტიპით საზოგადოებრივი, თუ სახელმწიფო სამუშაო. ახლა ამ საკითხზე უფრო ღრმად ვერ გიპასუხებთ“, - განაცხადა კომახიძემ

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სიაში მოხვედრის შესახებ უარი ეთქვა, ლაშა კომახიძე განმარტავს, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„არ ვადასტურებ უარის თქმის ინფორმაციას. ამაზე კონსულტაცია დასრულებული არ არის. ღირსეული შემოთავაზებები მაქვს სახელმწიფოსგან. “, - განაცხადა ლაშა კომახიძემ, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ტიპის შეთავაზებაზეა საუბარი.

მან ასევე სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თუკი არ დატოვებდა ბათუმის მერის პოსტს, დააკავებდნენ. კომახიძის განმარტებით, არანაირ ძალდატანების მცდელობას არ ჰქონია ადგილი, იმისათვის, რომ აღნიშნული პოსტი დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს.

იხილეთ ვიდეო:ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს