შოთა ნარეკლიშვილმა სტიქიის ზონის სოფლები მოინახულა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი სტიქიის ზონის სოფლებში იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მერი ადგილობრივ მოსახლეობას პირადად შეხვდა და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები მოინახულა.

შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აღწერენ, ასევე საცხოვრებელ სახლებს სახურავებს სრულად ან ნაწილობრივი შეცვლიან.

„გუშინდელი სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი განსაკუთრებით დაზარალდა, მათ შორის კონდოლი, სადაც სტიქიამ დააზიანა დაახლოებით, 50-მდე საცხოვრებელი სახლი. ადგილზე მუშაობენ ჯგუფები, დეტალურად მოხდება აღრიცხვა და შემდეგ, საჭიროებისამებრ დაიწყება სახლების სრული და ნაწილობრივი გადახურვის სამუშაოები. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ შექმნილი ვითარების უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად“, - განაცხდა შოთა ნარეკლიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, ჯამში, სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი - კურდღელაური, გულგულა, კონდოლი, ქვემო ხოდაშენი, ნასამხრალი, შალაური, ნაფარეული, სანიორე, ჯუღაანი, წინანდალი და ქალაქი თელავი დააზარალა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ