გიორგი რურუა - მე დამნაშავე არ ვარ

„მე დამნაშავე არ ვარ, ყველა ფაქტი გაყალბებულია და კანონის უხეში დარღვევებით არის მოპოვებული“, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან ბრალდების მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე განცხადება გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი "ჩაუდეს".

"ბატონო მოსამართლე, თქვენ შეგიძლიათ, ჩემ სიტყვას არ დაუჯეროთ და მხოლოდ ფაქტებს დაეყრდნოთ. ჩემი გუშინდელი ჩვენებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ადგილზე არანაირი ჩხრეკა არ ჩამტარებია და არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ჩემგან არ ამოუღიათ", - განაცხადა რურუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა