დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე - „ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სახეზეა“

კობახიძე ივანიშვილისთვის ის ნიღაბია, რომლითაც ის თამაშიდან გავა; ფინალში სწორედ მას დაბრალდება ყველაფერი და იმიტომ, - მის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისივე განცხადებით, საქართველო ამ გაუგებარ მმართველ ჯგუფამდეც არსებობდა და მერეც იარსებებს.

„ოპოზიციისთვის ირაკლი კობახიძე მხოლოდ მისალოცია, რადგან „ოცნებამ“ ამით დესტრუქციული გზა აირჩია. რადგან კობახიძე კოლექტიური ზარდიაშვილების ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, ვინც გარდა იმისა, რომ გასაშვები ადამიანების სიებით დარბოდა პერიოდულად ივანიშვილთან, ახალგაზრდებთან კომუნიკაციაც კი არ შეუძლია. ისტერიკაში ვარდება ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენის დროს და უბრალოდ გარბის.

მოკლედ, „ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სახეზეა და იკითხონ მათ, ვისი ცხოვრებაც და პოლიტიკური მომავალიც პირდაპირ ივანიშვილზეა მიბმული, თორემ საქართველო ამ გაუგებარ მმართველ ჯგუფამდეც არსებობდა და მერეც იარსებებს. რაც შეეხება დასავლეთთან მიმართებაში, აშკარაა, რომ ვიღაცები აგულიანებენ ივანიშვილს, თვითონ აშშ-შია დაპირისპირება და ჩვენთვის არ სცალიათო. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ დასავლეთს ყოველთვის სცალია ჩვენთვის!

ეს გლობალური სამყაროს ნაწილია, სადაც თავისი თამაშის წესებია და რომელსაც თავის დროზე სწორედ ივანიშვილმა მოაწერა ხელი. ამ წესების დარღვევა არ აპატიეს სააკაშვილს, მათი მეშვეობით მოვიდა ივანიშვილი და თუ ახლა დააიგნორებს, ის სერიოზულად დაისჯება. არადა, წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია“,- ამბობს დავით ჭიჭინაძე, რომლის განცხადებასაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა