ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს და ბალნეოლოგიურ კურორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პაკეტით ისარგებლებენ, ხელი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ხატია ფიჩხაიამ და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა მოაწერეს.

როგორც გიორგი დოხტურიშვილმა განმარტა, გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, საშეღავათო პაკეტებით სარგებლობა ბაგა-ბაღების 10500-მდე თანამშრომელს და მათ ოჯახის წევრებს შეეძლებათ.

„მინდა, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მაშინ როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია, ჩვენი ბაგა-ბაღების თანამშრომლებს მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ გაფორმდა დღევანდელი მემორანდუმი, რისთვისაც ამ საქმეში ჩართულ ყველა პირს მადლობას ვუხდი“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მემორანდუმის ფარგლებში, ბაღების პერსონალს და მათი ოჯახის წევრებს ტატიშვილის კლინიკა, სამედიცინო მომსახურების მიზნით, 2021 წლის ბოლომდე 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე სერვისს სთავაზობს. გარდა ამისა, ბაგა-ბაღების თანამშრომლები, ოჯახის წევრებთან ერთად, გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კვლევებსა და სარეაბილიტაციო სერვისებზე მათ 20% -იან შეღავათი ექნებათ. საშეღავათო პირობები სტაციონარულ მომსახურებაზეც ვრცელდება, რაც სადეპოზიტო ანგარიშზე 500 ლარის ოდენობას გულისხმობს.

რაც შეეხება ბალნეოლოგიურ კურორტს, 30% -იანი ფასდაკლება გავრცელდება სამედიცინო და სარეაბილიტაციო, მათ შორის ფიზიო პროცედურების მიმართულებით, ხოლო დანარჩენ მომსახურებაზე, როგორიცაა: ბალნეოლოგია, კოსმეტოლოგია და სპა, აქ საშეღავათო პროცენტი 10-15 %-ით განისაზღვრება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს