Unicef - ე.წ. „ოცნების ქალაქის“ კომისიის მუშაობასა და კრიტერიუმების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ღასან ხალილს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდის მნიშვნელობას ბავშვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.

„გაეროს ბავშვთა ფონდი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება, რომელიც მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კრიტერიუმებს განიხილავს.

შეხვედრაზე Unicef-ის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები განიხილეს, რომელის შედეგადაც აჭარა თანამედროვე ჯანდაცვის სერვისებით ისარგებლებს.

დღესვე ღასან ხალილი კლინიკა „მედინას“ ეწვია, სადაც ორსულთათვის დისტანციური ანტენატალური ზრუნვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელიც აჭარაში დღეიდან დაიწყება“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)