ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 198 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 13 608-მდე გაიზარდა, - შესამაბის ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის 2 500 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 267 061-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღემდე ვირუსისგან 230 608 ადამიანი განიკურნა.