ისწავლე და დასაქმდი აგროსექტორში

დუალური პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 10 აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ პირადობის მოწმობით საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში, შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში და ვებ-გვერდზე vet.emis.ge დარეგისტრირება შეეძლებათ.

აპლიკანტები პროფესიულ ცოდნასთან ერთად სახელმწიფოსგან მიიღებენ სრულ დაფინანსებას და დასაქმდებიან შესაბამის საწარმოებში.

2020 წლის საშემოდგომო მიღება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის (რძის პროდუქტების წარმოება, მეხილეობა); „აისის“ (ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება); „იბერიის“ (მეხილეობა); „განთიადის“ (მეხილეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა); კოლეჯებმა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა (მებაღეობა) გამოაცხადეს.

დუალური მიდგომით შემუშავებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი საწარმოების მხარდაჭერით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია "GFA" და სექტორული უნარების ორგანიზაცია “აგრო-დუო”.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა