გაჩიანში კოვიდინფიცირებული 65 წლის ქალის ყველა კონტაქტი დადგენილია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში, კოვიდინფიცირებული 65 წლის ქალის ყველა კონტაქტი დადგენილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 20 პირდაპირი კონტაქტი რუსთავში საკარანტინო სივრცეში არის გადაყვანილი, 18 პირს კი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება, PCR ტესტირება ჩაუტარდა, ლაბორატორიული კვლევის შედეგები კი ხვალ გახდება ცნობილი.

სოფელ გაჩიანში მცხოვრებ 65 წლის ქალს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „კოვიდ 19“, რუსთავის „ცხელების ცენტრში“ გუშინ დაუდგინდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს