ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, რეგიუნული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტო გორის მუნიციპალიტეტს ეწვია.

„ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილს, მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანა ლაფაჩსა და მუნიცპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელს დიმიტრი გოგიაშილს შეხვდა.

შეხვედრაზე რეფორმის აღნიშული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმური აქტივობები განიხილეს. მათ შორის, მუნიციპალიტეტში უკვე არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის რევიზიასთან დაკავშირებული საკითხები.

„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ განვითარება გულისხმობს, რომ 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი. ამ მიმართულებით ახალგაზრდობის სააგენტომ საპილოტე მუნიციპალიტეტებთან თანამშროლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო