აჭარაში გამოკვლეულ 679 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსის საეჭვო ნიშნის მქონე 679 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორნაციით, "ცხელების კლინიკებში" 38 პირია მოთავსებული, მათი კვლევის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

"დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 679 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 38 პირი, რომელთა კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 29 627 პირს. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2236 ადამიანი. კარანტინი დატოვა 10768-მა პირმა",- განაცხადეს უწყებში

აჭარაში კორონავირუსის ინფიცირებული 7 ადამიანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს