ანონსი 17 ივლისი

17 ივლისს, 09:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 ივლისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

17 ივლისს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიხსნება. სხდომას დაესწრებიან როგორც სამთავრობო კომისიის წევრები, ასევე სახალხო დამცველის, ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

17 ივლისს, 10:30 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე სასტუმროში „შერატონი გრანდ თბილისის მეტეხი პალასი“ პრეზენტაციას - „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ გამართავს.

საკონტაქტო: ლანა ქარდავა - 577 158572

17 ივლისს, 11:00 საათზე, ,,ქორთიარდ მერიოტში“ ანალიტიკური ორგანიზაციის „ჯეოქეისი“ ინიციატივითა და ორგანიზებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. „ჯეოქეისის“ თავმჯდომარევიქტორ ყიფიანი დისკუსიას მოდერაციას გაუწევს.

მის: თავისუფლების მოედანი 4

საკონტაქტო: ნანა მაღრაძე +995 599 71 60 19

17 ივლისს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თბილისის ვაკე საბურთალოს სოციალური სამსახურის უფროსის, იურისტის, ფსიქოლოგის წინააღმდეგ ჩეხი არასრულწლოვნის საქმეზე, წინასწარი შეცნობით, დასკვნების გაყალბების ფაქტებზე, მიკერძობასა და ბავშვის მიმართ მანიპულაციაზე, საჩივარს შეიტანს და მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

მის: ვ. გორგასლის ქ. #24

საკონტაქტო: 599 291202

17 ივლისს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: დაძაბული ვითარება რეგიონში - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაპირისპირება. დასავლეთის ხედვა კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ ტექდათვალიერების ევროსტანდარტებთან შეუსაბამობის კვლევას წარადგენს.

თემა: ფორმალური ტექდათვალიერება, გარიგებები და უხეში დარღვევები - რა აჩვენა კვლევამ.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა- 599726565

17 ივლისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: Edison Research -ის კვლევის შედეგები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) III სართული (ლიფტით I) IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 ივლისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

17 ივლისს, 11:30 საათზე,“საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: საომარი მოქმედებები აზერბაიჯან-სომეხის საზღვარზე და ეთნიკური თემის გააქტიურება საქართველოში.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

17 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი და პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გიგაური განცხადებას გააკეთებენ.

თემა: დიდგორობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების მოთხოვნა.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

17 ივლისს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე ამირან ძაბუნიძის თავმჯდომარეობით, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებაში სამი მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის, ხოლო ერთ მათგანის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, თანამდებობების დაკავებაზე უარის თქმის საქმეზე, სხდომას განაახლებს.

მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა

საკონტაქტო: 599 291202

17 ივლისს, 16:00 საათზე,საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკდემიური ანსამბლის ყოფილი მოცეკვავისა და თბილისის მერიის კულტურის სამმართველოს ქორეოგრაფიული ანსამბლის დამფუძნებლის, დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის ნიკოლოზ პატარქალიშვილის "გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების ცეკვის საერთაშორისო საბჭოს" პრეზიდენტის საქართველოში დანიშვნის შესახებ ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაზე მიწვეულები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, თბილისის საკრებულოსა და მერიის, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საზოგადოებრიობის წარმომაგენლები.

მის: ცისკრისშესახვევი N1, მე-2 სართული (ავლაბარი, ყოფილიბაზრისმიმდებარეტერიტორია)

17 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID/საქართველო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავენ ფორუმს „საზოგადოებრივი აზრის ობიექტური გამოკითხვა ანგარიშვალდებული და დემოკრატიული მმართველობისათვის“. ფორუმს გახსნიან აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე კლეარ ოლბლესი, საქართველოს პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.

მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5

17 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია წყნეთის ამფითეატრ „უღრან ტყეში“, ფესტივალის - „გაითავისე ცა და ისუნთქე...“ გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით და ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt“-ის ორგანიზებით ხორციელდება.

მის: წყნეთი, სუხიშვილის ქუჩა N1 (ბოლო გაჩერება)

საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო