ზვიად შალამბერიძე - დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება და  შესაბამისი განათლების მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი აშენდება.

მისი თქმით, კოლეჯში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, განათლება უფასოდ მიიღოს.

"დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება, რომლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. ეს არის იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც გასულ წელს დაანონსდა. პროფესიული კოლეჯი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულებს გადაამზადებს, რომლებიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმუშავებენ იმ სანატორიუმებსა და სასტუმროებში, რომლიც რეაბილიტაციას წყალტუბოში განხორციელდება. კოლეჯი ფუნქციონირებას დაახლოებით მომავალი წლის ბოლოს დაიწყებს და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, შესაბამისი განათლება უფასოდ მიიღოს.

ჩვენ ვფიქრობთ, რეგიონებში სხვადასხვა ადგილზე კოლეჯების ამოქმედებას. უკვე ვიწყებთ სამტრედიაში, დიდი ჯიხაიშის კოლეჯის რეაბილიტაციას, რომლისთვისაც 5 600 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც პროფილით იქნება აგრარული.ზესტაფონში ფუნქციონირებს კოლეჯი, რომელიც მშენებლების პროფილით ამზადებს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ კოლეჯებში განათლების მიღება არა მხოლოდ ამ რაიონების მოქალაქეებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. ყველა კოლეჯში სტუდენტების საცხოვრებლად შესაბამისი ოთახები იქნება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა