აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 165-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 334-ს მიაღწია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, აზერბაიჯანში კორონავირუსისგან სულ 17 256 პაციენტი განიკურნა, 8 575 კი - მკურნალობის კურსს გადის.