ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდში წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები თეთრი გიორგის ქუჩას უტარდება.

თეთრი გიორგის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ლუდვიგ ფაიფერი“ ახორციელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღდგენილია წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული 50-მდე ქუჩა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს