რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგოშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან არჩილ ჯაფარიძესთნ ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იმ ობიექტებს შორის, რომელიც მინისტრმა დაათვალიერა იყო: ამბროლაურში მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრი სამუშაოები და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ონში ბარი-მრავალძალის გზა, ონის ქუჩების კეთილმოწყობა, პიპილეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ლენტეხის კეთილმოწყობის სამუშაოები, ცაგერში კეჭნარის სკვერის, ქუჩების ასფალტირება, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

,,წელს რაჭა - ლეჩხუმზე და ქვემო სვანეთზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში 15 მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი, აქედან დაფინანსდა 44 პროექტი, თუმცა არის კიდევ 2 პროგრამა რომლითაც ოპერირებენ მუნიციპალიტეტები. ესენია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და ე.წ. სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ოთხივე მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად თითქმის ყველა პროექტის ნახვა მოვასწარით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამივე მიმართულება რეგფონდი, სკოლების პროგრამა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის განმავლობაში კოვიდის გამო პრაქტიკულად შეჩერებული იყო ყველა პროექტი, იმდენად კარგად განაახლეს ეს სამუშაოები, რომ ამ სამუშაოების დაახლოებით 60% დამთავრებულია. მუნიციპალიტეტებში შეხვედრების შედეგად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად დავიწყეთ მუშაობა 2021 წლის პროექტებზე, მათი განხილვა და თემებზე მსჯელობა,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“