მეთიუ ბრაიზა - რა სირცხვილი იქნება, თუ „კავკასუს ონლაინის“ გარიგების გაუქმების გამო, რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტის განხორციელება ვერ გახდება შესაძლებელი

დასანანი იქნება, თუ საქართველო რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას - თუ ეფექტური, სწრაფი, ოპტიკურ- ბოჭკოვანი ქსელი პირდაპირ თბილისზე გაივლის, არის იმედი, რომ თბილისში დიდი მონაცემთა ცენტრები აშენდეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან ისაუბრა რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტზე, რომლის განხორციელებაზეც აზერბაიჯანული კომპანია „აზერტელეკომი“ მუშაობს და რომლის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია, რომელსაც შავი ზღვის ქვეშ „კავკასუს ონლაინი“ ფლობს. ბრაიზა ინტერვიუში შეეხო თავად „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებულ პრობლემებს, ასევე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც, მისი შეხედულებით, არაა გამორიცხული, სწორედ „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ იყოს მიმართული. ბრაიზა ფიქრობს, რომ ცვლილებებმა შესაძლოა, რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტის განხორციელებას შეუშალოს ხელი.

„ვფიქრობ, დასანანი იქნება, თუ საქართველო იმ ციფრული ჰაბის პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას. ციფრული ჰაბის პროექტი თითქოს, ციფრული აბრეშუმის გზაა. ეს იდეა უკავშირდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ქსელის შექმნას, რომელიც ევროპიდან - გერმანიის ქალაქი ფრანკფურტიდან, ჩინეთამდე, შანხაიმდე იქნება გადაჭიმული. „კავკასუს ონლაინი“ ცენტრალური ნაწილია, რადგან ბულგარეთსა და საქართველოს შორის, შავ ზღვაშია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რომელსაც „კავკასუს ონლაინი“’ ფლობს. შესაბამისად, გეგმაა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების შეძენა, აშენება თუ იჯარით აღება, მარშრუტზე - ევროპიდან, შავი ზღვის ქვეშ, შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, შემდეგ კასპიის ზღვის ქვეშ, შემდეგ კი ცენტრალურ აზიამდე. ასეთი ჯერ არაფერი არსებობს.

ამის ერთ-ერთი ალტერნატივაა მარშრუტი რუსეთის გავლით, რომელიც შეიძლება, ძვირი იყოს და რომელიც ქართველი ხალხის ნაწილში იწვევს შეშფოთებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაემართოს მათ ინტერნეტ ტრაფიკს, თუ ის რუსეთში გაივლის. მაგრამ, თუ ეფექტური, სწრაფი ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი პირდაპირ თბილისზე გაივლის, არის იმედი, რომ თბილისში დიდი მონაცემთა ცენტრები აშენდეს, რომელიც ისეთი კომპანიებისგან მოიზიდავს კონტენტს, როგორიცაა ამაზონი, ნეთფლიქსი, გუგლის ყველანაირი სერვისი; რადგან რაც უფრო ახლოსაა კომპიუტერის სერვერები მომხმარებლებთან, მით უკეთესია თავად სერვისი. თბილისი შესანიშნავ ადგილზე მდებარეობს იმისთვის, რომ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ეს მიაწოდოს, გეგმა კი საქართველოში, თბილისში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას უკავშირდება, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ ამ გლობალურმა და ამერიკულმა პროვაიდერებმა სწორედ თბილისში განათავსონ თავიანთი ინფორმაცია და გამოიყენონ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი. რა სირცხვილი იქნება, თუ ეს შესაძლებელი ვერ გახდება „კავკასუს ონლაინის“ გარიგების გაუქმების გამო“, - განაცხადა ბრაიზამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან