კახა კალაძე - რაიონების მიხედვით პარკირების საფასური იქნება განსხვავებული, თუმცა ცენტრალურ რაიონებში იქნება ერთი და იგივე მიდგომა

ზონალურ საათობრივი პარკირების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონსაც მოვიცავთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე - „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ განაცხადა.

„პირველი ეტაპი იქნება პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში შემოვიღოთ ერთიანი სისტემა. რა თქმა უნდა, რაიონების მიხედვით პარკირების საფასური იქნება განსხვავებული, თუმცა ცენტრალურ რაიონებში იქნება ერთი და იმავე მიდგომა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე სხვა პროექტებზეც ისაუბრა. მერის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმა ჯერ დასრულებული არ არის და მომდევნო წლებში შემდგომი ეტაპები ექნება.

რაც შეეხება თბილისის მეტროს, მერის თქმით, ძალიან მალე მეტროს ახალი, ევროპული ტიპის შემადგენლობები დაემატება.

„ტაქსის რეფორმის შედეგი სახეზეა, თუმცა ის ჯერ დასრულებული არ არის და მომდევნო წლების განმავლობაში გვექნება შემდგომი ეტაპები, იმისათვის, რომ ტაქსის სერვისიც იყოს მოწესრიგებული და კომფორტული, როგორც ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ.

მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოძრავი შემადგენლობის განახლების მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, დაწყებული გვაქვს არსებული მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით. ძალიან მალე გვეცოდინება, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია და მეტროს დაემატება ახალი, ევროპული ტიპის შემადგენლობები,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა