რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 759 203-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 186 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 12 123-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 539 373 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 7 681- ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.