აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან, ქობულეთში, სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, მათი საცხოვრებელი ადგილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუქციონის წესით გაყიდა, რომელიც ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ შეიძინა. აქციის მონაწილეების თქმით, დეპუტატი არჩევნების შემდეგ მოსახლეობას აღნიშნული შენობიდან გამოსახლებით ემუქრება.

აქციის მონაწილეეებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე შეხვდა, რის შემდგომაც აქცია დაიშალა, თუმცა მოსახლეობამ განაცხადა, რომ მირიან ქათამაძესთან შეხვედრით უკმაყოფილო დარჩნენ და ამიტომ გადაწყვიტეს მორიგი აქცია აჭარის მთავრობასთან გამართონ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციაზე ქობულეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებიან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“