გიორგი კანდელაკი - ზალკალიანს ხალხი სულელი ჰგონია - გვეუბნება, „მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“

ბატონ ზალკალიანს ამდენი ხალხი, ვინც დისკრიმინაციული კარანტინის გამო, „გამწვანებული“ ქვეყნებიდან ვერ ბრუნდება, სულელი ჰგონია. ის გვეუბნება, “მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბრიუსელიდან დაბრუნებულ დავით ზალკალიანს PCR ტესტირება ჩაუტარდა და კარანტინს არ გაივლის.

,,ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ მინისტრი კარანტინში უნდა იჯდეს, მაგრამ თუკი მინისტრს აქვს პრივილეგია, „გაუმწვანებელი“ ქვეყნიდან შემოვიდეს ტესტით, რა დააშავა ძალიან ბევრმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც „გამწვანებული“ ქვეყნიდან ვერ შემოდის, მაშინ როცა ამ „გამწვანებული“ ქვეყნების მოქალაქეებს არაფერს არ ვთხოვთ? ამდენმა ხალხმა რა დააშავა და რატომ არის გამონაკლისი დავით ზალკალიანისთვის, ვინ არის საერთოდ დავით ზალკალიანი?“ - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დავით ზალკალიანს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა