პარტია „სოციალ-დემოკრატები“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს

პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალ-დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისში უკვე განთავსდა პარტიის სარეკლამო ბანერები და გაიხსნა საარჩევნო შტაბი (აღმაშენებლის გამზ. №123 ტელ. 599077867).

„დავიწყეთ საარჩევნო პლატფორმის თეზისებისა და პარტიული გაზეთის გავრცელება. გთხოვთ, ყველა ჩვენ მხარდამჭერს და მათ, ვინც იზიარებს ჩვენი პარტიის პრინციპებს და შეხედულებს, შემოგვიერთდეთ. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დადგა სოციალ-დემოკრატიის დრო. სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკა საქართველოს აქცევს განვითარებულ ქვეყნად, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა და კეთილდღეობა ყველასთვის და არა ცოტასთვის. ყველა ხმა საქართველოს განვითარებისთვის!“ - აღნიშნულია „სოციალ-დემოკრატების“ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა