აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის წარმომადგენელი შეხვდა

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, აჭარის მთავრობის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე შეხვდა.

როგორც მან აქციის მონაწილეებს განუცხადა, დღეს 15:00 საათზე აქციის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდება. აქციის მონაწილეები ამ შეთავაზებას დათანხმდნენ და განმარტეს, რომ თუ მათთვის სასურველი პასუხი არ იქნება ფინანსთა მინისტრისგან საპროტესტო აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან კვლავ გააგრძელებენ.

" 8 წლის წინ დავიკავეთ შენობა, 12 ოჯახი ვართ, არ გვქონდა საცხოვრებელი, ვართ სოციალურად დაუცველები, აღმოჩნდა, რომ შენობა გაყიდეს, ჩვენთან მოვიდა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ რომანაძე, დაათვალიერა შენობა, გავიგეთ, რომ მან შეიძინა, მაგრამ სხვაზეა გაფორმებული და აპირებს ჩვენს გამოსახლებას", -აცხადებს აქციის მონაწილე ნანა ნემსაძე.

აქციას აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური დეპუტატებიც შეუერთდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა