გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისში კატასტროფული მდგომარეობაა, ხელისუფლების შეცვლისა და ეკონომიკური რეფორმების გარეშე, ვერაფერი გადაგვარჩენს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ხელისუფლება ქუთაისის მოსახლეობას დაეხმაროს, საჭიროა, ტურისტული ზონა შეიქმნას და ადგილობრივ ინვესტორებს მიწის ნაკვეთები გადაეცეთ.

როგორც ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქალაქი ინვესტიციის გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით, ქუთაისში მოქმედი სასტუმროები და ჰოსტელები 2021 წლამდე გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ.

„კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობაა ქუთაისში, შემოსავლის წყაროდ შემორჩენილი ჰქონდა ტურიზმი, მაგრამ ეპიდემიის გამო შეჩერდა. ხელისუფლებას ერთი წუთი არ უფიქრია ამ ადამიანების კეთილდღეობაზე. 3500 სასტუმრო და ჰოსტელია და აქედან მხოლოდ 500-ია გახსნილი. ქალაქმა დაკარგა 90 მილიონის მოგება. იმისთვის, რომ მივეხმაროთ, საჭიროა ტურისტული ზონის შექმნა და მიწის ნაკვეთების გადაცემა ადგილობრივი ინვესტორებისთვის, ამასთან, მოქმედი ობიექტები უნდა გათავისუფლდეს 2021 წლამე გადასახადებისგან. ეპიდემიასთან გამკლავება კარგია, მაგრამ ეკონომიკური კოლაფსის ფონზე, რას აკეთებს ეს ხელისუფლება? არც არაფერს და მიზეზი არის ის, რომ ოლიგარქიულ რეჟიმზეა ჩამოკიდებული და არ აინტერესებს მოქალაქის ბედი. ქუთაისის მძიმე მდგომარეობა აისახება იმერეთზე და მთლიან საქართველოზე. ხელისუფლების შეცვლისა და ეკონომიკური რეფორმების გარეშე, ვერაფერი გადაგვარჩენს", -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა