ჩინეთის ქალაქ უხანში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

ჩინეთის ქალაქ უხანსა და კიდევ სამ პროვინციაში: ძიანსიში, ანხოისა და ჯეძიანიში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უხანში, სადაც შარშან დეკემბერში კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო, მოსახლეობა მდინარე იანძის ნაპირებიდან მოსალოდნელი გადმოსვლის შესახებ გააფრთხილეს, რადგან წყლის დონე მაქსიმალურ ზღვარს მიუახლოვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უდიდეს წყალსაცავში - "სამ ხეობაში"- წყლის დონე დასაშვებზე 10 მეტრით მაღალია. ზაფხულის წვიმების სეზონი ჩინეთში წყალდიდობას თითმის ყოველ წელს იწვევს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა