წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სოფელი ანასეული წლის ბოლოდან უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 2020 წლის ბოლოს დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, უკვე შესრულებული სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ, მოადგილესთან ირაკლი ნაფეტვარიძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებლობის პროგრესს გაეცნო.

„სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ახალი გამანაწილებელი და სადაწნეო ქსელები. ასევე, დასრულდა ერთი ახალი რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობისა და ტექნოლოგიური ნაწილის სამუშაოები.

ანასეულში, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალმომარაგების კუთხით პრობლემები იქმნება. ასევე, სასმელი წყლის დებეტის სიმცირის გამო ბოლო წლებია მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე მოხმარდება. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით წლის ბოლოდან იქნება უზრუნველყოფილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა