ბათუმში  სამთავრობო კომისიის გაფართოებული  სხდომა იმართება

ბათუმში სამთავრობო კომისიის გაფართოებული გასვლითი სხდომა იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათვე ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას აგრძელებს. სხდომას ესწრებიან როგორც სამთავრობო კომისიის წევრები, ასევე სახალხო დამცველის, ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

,,ჩვენ შევაფასეთ მიმდინარე სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებების დასახული მიზნები და ამოცანები. გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი, თუნდაც ის რომ 1+4 პროგრამის ფარგლებში 6-ჯერ გაიზარდა მონაწილეების რაოდენობა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს უმაღლეს განათლებას, ამავდროულად გვაქვს დასაქმების მხარდამჭერი სტაჟირების პროგრამები, ჩვენ ვასწავლით მათ ქართულ ენას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის განმავლობაში 3000-ზე მეტი ადამიანი სწავლობს სახელმწიფო ენას, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან ბევრი გამოწვევა,“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა.

მისივე თქმით, სტრატეგია ორმხრივ პროცესებს გაითვალისწინებს და იქნება ისეთ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას შეუწყობს ხელს.

,,სწორედ იმიტომ, რომ გამოწვევები რომელიც დარჩა სახელმწიფო ენის ფლობის, ახალგაზრდების პროცესებში ჩართულობის და მონაწილეობის თვალსაზრისით,- ეს კვლავ გამოწვევად რჩება და ჩვენ გვინდა, რომ ახალი სტრატეგიის ფარგლებში განვსაზღვროთ ისეთი პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, რომელიც ხელ შეუწყობს ამ პროცესების დინამიურობას რაც მთავარია, როდესაც ვსაუბრობთ ინტეგრაციასა და სამოქალაქო თანასწორობაზე, ამის აღქმა უნდა ჰქონდეს როგორც ეთნიკური უმცირესობების, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს. ამიტომ სტრატეგია ორმხრივ პროცესებს გაითვალისწინებს და იქნება ისეთ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა ლია გიგაურმა.

ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა