აქციის მონაწილეები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დაუპირისპირდნენ, აქციაზე ერთი პირი შეუძლოდ გახდა

აჭარის მთავრობის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა. მინისტრმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი იყო, ინვესტორთან კი შეთანხმება მიღწეულია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული შენობაში შესახლებულთა ინტერესები.

"შენობის გაყიდვის შესახებ თქვენ ინფორმირებული იყავით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი ინტერესებიც იყოს დაცული და კეთილსინდისიერი მყიდველისაც, ინვესტორთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ამის თაობაზე", - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

ამ განცხადებით მოქალაქეები უკმაყოფილო დარჩნენ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ჯაბა ფუტკარაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მინისტრი სამართალდამცავების დახმარებით აჭარის მთავრობის სახლში შევიდა. აქციაზე მყოფი ერთ-ერთი პირი კი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი აჭარის მთავრობის სახლთან რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო