ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის მხარდასაჭერად სამ ქალაქში ახალი სატრენინგო პროექტი ტარდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახალი სატრენინგო პროექტი სამ ქალაქში ტარდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენინგი სახელწოდებით - „როგორ ჩავატაროთ ღონისძიება უსაფრთხოდ დახურულ სივრცეში, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით“, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მიმდინარეობს. ტრენინგების კურსს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.

„ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ტრენინგში ტურიზმის სექტორის 100 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია კერძო სექტორს პოსტკოვიდურ პერიოდში უსაფრთხოების რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმაროს, რომ დარგის წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რათა განაახლონ ბიზნეს ოპერირება და დაიცვან უსაფრთხოების წესები. მომდევნო ტრენინგი 20 ივლისს თბილისში გაიმართება", -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა