ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი - ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც იაკობ ბრეგვაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ის გამოძიებას არაფერს არ უმალავს".

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი ფოტომასალა არ გადაუღია, ფოტოაპარატი გამოძიებამ ამოიღო და ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„ის ყველა კითხვას უპასუხებს, მანამდე კი ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს. უნდა შევხვდეთ და ეს ისტერია მოწმეების ირგვლივ უნდა დასრულდეს. ასე არ შეიძლება, რადგან არავის მოუნდება მივიდეს და ითანამშრომლოს პოლიციასთან. ამონაწერში ძალიან კარგად ჩანს და თქვენ ეს იცით, რომ მან დარეკა უწყებაში. მას არაფერი გადაუღია, ამოღებულია კამერა, ჩაუტარდება ექსპერტიზა. ჩვენ ვაპირებთ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას, გადავიღებთ ყველაფერს, სად იმალებოდა, როგორ იმალებოდა იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები და ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე. მან არ იცის სისხლიანი დაპირისპირება იყო თუ არა. რაც ხდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია მისცა გამოძიებას, ამის იქით არაფერი იცის", - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

ამასთან, შაქარაშვილის საქმეზე უკვე გამოიკითხა 2 მოწმე, არასრულწლოვანი ლ.ქ. და ლუკა ბეჟანიშვილი. ბეჟანიშვილის განცხადებით, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია და მხოლოდ სოციალური ქსელები შეუმოწმეს. არასრულწლოვან ლ.ქ-ს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა