ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლების მიერ წამოჭრილ პრობლემებს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტულ ღონისძიებებს დაგეგმავს და განახორციელებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ჯავახიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ფოთის მერიაში შეხვდა.

„ფალიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები სატვირთო ავტომობილების მოძრაობით გამოწვეული ხმაურისა და მტვრის გაფრქვევის მონიტორინგს, სიჩქარის მზომი აპარატებისა და დამატებითი საგზაო მაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟს, ღამის საათებში მოძრაობის აკრძალვას მოითხოვენ.

შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

ჰაერის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, თბილისიდან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მოიწვევენ, რომლებიც ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.

სამუშაო ჯგუფს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ხელმძღვანელობს”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა