ერდოღანი - სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი მოძმე აზერბაიჯანს მარტოს არ დატოვებს

სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი მოძმე აზერბაიჯანს მარტოს არ დატოვებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყანას ტერიტორიების დაცვაში დაეხმარება.

სომხეთის მხრიდან ასეთი მოვლენების განვითარების შანსი ყოველთვის იყო. ისინი რეგულარულად უხსნიან ცეცხლს იმ რეგიონებს, სადაც აზერბაიჯანის სამოქალაქო მოსახლეობა ცხოვრობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ორივე მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგის მსხვერპლი გაცილებით დიდია.

იხილეთ ვიდეო: ერდოღანი - სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი მოძმე აზერბაიჯანს მარტოს არ დატოვებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა