ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პირი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი მოათავსეს, რომელთაც ტემპერატურა უფიქსირდებათ

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პირი მოათავსეს. კლინიკის ექიმის, დავით მურვანიძის განცხადებით, პაციენტებს შორის სამი არასრულწლოვანია.
მათ ცხელება, გულის რევა და დიარეა აღენიშნებათ. ექიმის თქმით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
თავის მხრივ მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ ისინი შარაშიძის ქუჩაზე სასმელი წყლით მოიწამლნენ.
სურსათის უვნებლობის სამსახურმა სინჯები უკვე აიღო

























