კელი დეგნანი ღამურებთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტის“ განცხადებას საზოგადოების დაბნევის მცდელობად აფასებს

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი საზოგადოების დაბნევის მცდელობად აფასებს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

კელი დეგნანის თქმით, ქართველებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიით უნდა იამაყონ.

"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ დაბნეულობაში, ძირი გამოუთხარონ საზოგადოების ნდობას ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრის მიმართ. მე დღეს გახლდით იქ და მივიღე მონაწილეობა სტაჟირების დასრულების ცერემონიაში, სადაც ორმა არაჩვეულებრივმა ქართველმა მეცნიერმა გაიარა სტაჟირება. გვქონდა შესაძლებლობა ლუგარის ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დამეთვალიერებინა. მართლაც, ის სამუშაო, რასაც ისინი ასრულებენ, არაჩვეულებრივი და შთამაგონებელია. ვფიქრობ, ქართველებმა უნდა იამაყონ ამ ცენტებით და მათი საქმიანობით. არაჩვეულებრივმა გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ამირან განყრელიძე და პაატა იმნაძე, შეძლეს ძალიან კარგად გამკლავებოდნენ უპრეცედენტო კრიზისს COVID-19-თან დაკავშირებით. ლუგარის ცენტრმა უდიდესი როლი შეასრულა", -აცხადებს კელი დეგნანი.

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა