აჭარის მთავრობის სახლთან ახალგაზრდები აქციას მართავენ

„არა ძალადობას", „სიჩუმე დანაშაულია", „შეწყვიტე ძალადობა, - ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან ახალგაზრდები აქციას მართავენ. ახალგაზრდები პროკურატურისგან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.

ახალგაზრდები თანატოლებს მოუწოდებენ, რომ არ გაჩუმდნენ.

"ეს არის სოლიდარობის გამოხატვა იმ დიდი ტკივილისადმი, რაც დღეს საქართველოში ხდება. გვსურს, რომ ნაკლები გიორგი შაქარაშვილის ფაქტი გვქონდეს ქვეყანაში, მსგავსი ფაქტები არ უნდა მეორდებოდეს და რეალურად, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ დღევანდელი სახელმწიფო არ არის მყარი. არსებობს საფრთხე, რომ შინ შეიძლება ცოცხლები ვერ დავბრუნდეთ. ეს აქცია სწორედ ეძღვნება იმას, რომ ნაკლები შაქარა გვყავდეს ქვეყანაში", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი სიცოცხლის დაცვაში მთავარი გარანტი სახელმწიფო უნდა იყოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა